|
2022-12-17 16:10:06, 1171 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ბათუმში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი" წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თევზის წარმოების მდგრადობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აკვაკულტურის ადგილობრივი წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაცია. „საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი აკვაკულტურის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოსა და შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით შეიქმნას ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თევზის დაავადებების საკითხზეც, რაც ამ დარგის განვითარებისა და ჯანსაღი პროდუქტის შექმნის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ლაბორატორიას აქვს სრული მზაობა ახალი კვლევის მეთოდები დანერგოს და ფერმერთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს. შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას აჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)