22:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 12:32:40, 2462 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინმა აჩვენა, რომ უკრაინის ომის ხელმძღვანელობას საკუთარ ხელში იღებს

პუტინი ეწვია შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, შეხვდა მეთაურებს და, როგორც კრემლის გზავნილშია ხაზგასმული, მთელი დღე სამხედროებთან ერთად გაატარა. ეს არის პირველი შემთხვევა ომის თითქმის 10 თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტმა საჯაროდ აჩვენა ასეთი ღრმა ჩართულობა სამხედრო საქმეებში.

კრემლის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და „სპეცოპერაციის“ ხელმძღვანელი სერგეი სუროვიკინი.

ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ერთობლივ სამხედრო შტაბში. მანამდე პრეზიდენტს საჯაროდ არ უჩვენებია, რომ მტკიცედ იყო ჩართული სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობაში. მან მოისმინა თავდაცვის მინისტრის მოხსენებები და გასცა ბრძანებები, რომლებიც არ ეხებოდა კონკრეტულ ოპერაციებს. მაგალითად, შეჭრის შემდეგ  პუტინმა უბრძანა შოიგუს და გერასიმოვს შემაკავებელი ძალები დაეყენებინათ სპეციალური მზადყოფნის რეჟიმზე, ხოლო ზაფხულში შოიგუსთან შეხვედრის დროს მან აზოვსტალზე თავდასხმა შეუსაბამო უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics