|
2022-12-16 14:51:34, 1076 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - ყველა ჩვენი თანამშრომელი, რომლებიც ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში, ვეტერანის სტატუსის მატარებელია
„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროს სისტემის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში, ვეტერანის სტატუსის მატარებელია", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა. „ვეტერანის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. აქამდე სამინისტროში იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ, მაგრამ გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა მათთვის სტატუსის მინიჭება. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იუსტიციის სამინისტროს სისტემის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართული იყვნენ 2008 წლის ომში, ვეტერანის სტატუსის მატარებელია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)