|
2022-12-15 10:09:45, 944 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის სისტემური პროცესის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მიწის რეგისტრაციის სისტემურ პროცესზე იმსჯელეს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს. "შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია კონკრეტული რეგულაციების და წესების განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების სწორად წარმართვას, ისე, რომ, ერთის მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სისტემური რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და, მეორე მხრივ, სრულად იყოს დაცული ტყის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს კანონმდებლობის დახვეწაზე, რითაც დარეგულირდება ტყის საზღვრებში მოქცეული ფართობების კორექტირების კონკრეტული საფუძვლები. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. შეხვედრას პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)