00:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 18:31:42, 2263 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემლმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის მიერ გამოცხადებულ სამ სამშვიდობო ნაბიჯზე

ვლადიმერ ზელენსკის მიერ გამოცხადებული "სამი ნაბიჯი" მშვიდობისთვის უნდა იქნას მიღებული, როგორც საომარი მოქმედებების გაგრძელების განზრახვა, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით,უკრაინულმა მხარემ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოს და მიიღოს მოცემულობა,რომ რუსეთის ფედერაციაში რეფერენდუმის შედეგად ახალი სუბიექტები გაჩნდნენ,ეს  არის მოცემულობა,რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს.

"უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მოცემულობა,რომელიც განვითარდა ბოლო 15 ან 20 წლის განმავლობაში მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო,ეს რეალობა მიუთითებს იმაზე,რომ რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები რეფერენდუმის შედეგად გაჩნდნენ,რომლებიც ამ ტერიტორიებზევე გაიმართა" - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ,ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ქვეყნების ლიდერებთან სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ის პირობები,რომლებიც,მისი აზრიით ქვეყნებს შორის კონფლიქტს დაასრულებს. ერთ-ერთი მათგანი კიევში თანამედროვე ტანკების,არტილერიის,ჭურვების და სხვა სამხედრო ტექნიკით მომარაგებას გულისხმობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics