01:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 16:17:15, 3573 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პუტინს არ შეუძლია მოლაპარაკებები - ეს ყველა ევროპელმა ლიდერმა იცის

პუტინს აბსოლუტურად არ შეუძლია მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ეს ყველა ევროპელმა ლიდერმა იცის, ვინც მას პერიოდულად ესაუბრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, შექმნილ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყიოფილებას ცდილობს, გამოსავალი უკრაინის გამარჯვებაშია. 

"პუტინს აბსოლუტურად არ შეუძლია მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ეს ყველა ევროპელმა ლიდერმა იცის, ვინც მას პერიოდულად ესაუბრება. ის პირდაპირ ამბობს, რომ სძულს საერთაშორისო სამართალი, სურს ტერიტორიების მიტაცება და უკრაინელების მოკვლა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გამოსავალი აშკარაა - უკრაინის გამარჯვება", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა.

30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. 

პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა".

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს.

ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო.

7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics