18:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 11:16:49, 1524 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა

საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ინკლუზიური თეატრის ,,კონტაქტი“ მთავარი რეჟისორის, ირინა კოხრეიძის ღირსების მედლით დაჯილდოებისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ცერემონიაზე აღნიშნა, ინკლუზიური თეატრი უდიდეს საქმეს აკეთებს, რადგან შშმ პირებს ეძლევათ საშუალება თვითონ გახდნენ შემოქმედები.

"დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა.

ამ დღის აღსანიშნავად აქ, ორბელიანების სასახლეში არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს მართლაც უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები.

კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისთვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისთვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ, რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics