01:55 - 01 Jul, 2026
|
2022-12-07 18:01:28, 1010 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში მატარებლის შეჯახების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა
ბარსელონას გარეუბანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 155 ადამიანი დაშავდა, იტყობინება სასწრაფო დახმარება. ადგილობრივი მედიის ცნობით, მატარებლები ერთიდაიგივე მიმართულებით მიდიოდნენ და ერთმანეთს მაშინ შეეჯახნენ, როდესაც ერთ-ერთი ვაგონი სადგურზე გაჩერებული იყო. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა ჯოან კარლეს გომესმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეჯახების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა, 14 მგზავრი შემდგომი მკურნალობისთვის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ”საუბარია დაჟეჟილობასა და თავის დაზიანებებზე, მაგრამ სერიოზული არაფერია”, - თქვა მან და დასძინა, რომ მგზავრებს უტარდებათ გამოკვლევა, რათა გამორიცხოს რაიმე სახის მოტეხილობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)