|
2022-12-06 14:43:57, 771 ნახვა
საზოგადოება
შოთაძე - ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, რათა მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების, რათა ეფექტიანად მოვახდინოთ ოჯახური დანაშაულის პრევენცია - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ოჯახურ დანაშაულებზე, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, არამარტო საქართველოში, არამედ ყველგან მსოფლიოში. „ამ დანაშაულის სირთულე არის ის, რომ ხშირად არის რეციდივის შემთხვევები და სამწუხაროდ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ დანაშაული რიგ შემთხვევებში იწყება ჩვეულებრივი ძალადობით, თუმცა, საბოლოოდ რეციდივის დამძიმების სპეციფიკა ახასიათებს და მთავრდება მკვლელობებით, კერძოდ ქალთა მკვლელობებით, რისი არაერთი შემთხვევაც ვნახეთ ბოლო წლებში. სწორედ არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, მოძალადესა და მსხვერპლს შორის არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახში მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლა ამ ეტაპზე მხოლოდ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით არის შესაძლებელი. ასევე მხოლოდ პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა არ არის საკმარისი, ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების, რათა ეფექტიანად მოვახდინოთ ოჯახური დანაშაულის პრევენცია" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)