03:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 09:20:22, 1299 ნახვა

მსოფლიო
აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მლნ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მლნ დოლარს გამოყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაფინანსება ელექტროგადამცემი კრიტიკული აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სწრაფად უნდა მიეწოდოს უკრაინას, რათა უკრაინელებს ზამთრის გადატანაში დაეხმარონ.

„მომარაგების ეს პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა ძირითად აღჭურვილობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ენერგოსისტემის დაფინანსების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუმინეთის დედაქალაქში, „დიდი შვიდეულის“  შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics