23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 17:01:10, 1309 ნახვა

საზოგადოება
ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა სრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ტროტუარი, ხოლო 600 გრძივ მეტრზე - ბორდიური.

ბოლო ეტაპის სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

„ზღვისუბანში კიდევ ერთ საგზაო პროექტს ვასრულებთ. ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე, სადაც კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი დასახლებაა, სადაც გზის არარსებობის გამო გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, პროვაიდერმა კომპანიებმა მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწყვეს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics