|
2022-11-29 11:09:33, 1268 ნახვა
საზოგადოება
არსებობს საშიშროება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი
სამედიცინო ცენტრი "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე არ არის, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი დიაგნოზი კიდევ უფრო დამძიმდეს. როგორც ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტს უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცესი და უახლოეს დღეებში დამატებით კვლევების ჩატარება იგეგმება. "კრიტიკულად მძიმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშიშროება მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, გართულებების. ჩვენ ვამბობთ, რომ ესა თუ ის დაავადება ხდება პროგრესირებადი და არსებობს იმის საშიშროება, რომ მისი მდგომარეობის გართულდეს. უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცესი, შეიძლება რაღაც სხვა პირობებში, სხვა მკურნალობის მეთოდი იქნეს შემოთავაზებული. ჩვენ ამ სტატუსს შევაფასებთ , როდესაც სასამართლო გვკითხავს ამას. დამატებით ჩაუტარდება ისევ თავის კვლევა და ასევე, მიოგრაფია. არ არის გამორიცხული, რომ მდგომარეობა დამძიმდეს",- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. კითხვაზე, რატომ არ გასცა კლინიკა "ვივამედმა" მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლება, ექიმი ამბობს, რომ "მისი დიაგოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, რომ მდგომაროება კიდევ უფრო დამძიმდეს". შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)