03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 10:28:12, 1444 ნახვა

მსოფლიო
ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი - მაუნა ლოა ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევაკუაციის ბრძანება ჯერჯერობით არ გაცემულა, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია.

აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს და მისი სიმაღლე 4 169 მეტრია. 

USGS-ის მონაცემებით, ვულკანი 1843 წლის შემდეგ 33-ჯერ ამოიფრქვა. ბოლო ამოფრქვევა 1984 წელს დაფიქსირდა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics