13:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-27 11:34:00, 1552 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი - „ოცნებამ“ დაასკვნა, რომ ხელისუფლებაში დარჩენა მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ნიშნავს

მზარდი სიმყუდროვეა თბილისის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასთან და ეს მე მაოცებს, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დაასკვნა, რომ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მოსკოვთან იმ პირობებში, როდესაც რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის 20% იკავებენ. 

"ვფიქრობ, ცხადია მათ სურთ დარჩნენ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად და როგორც ჩანს, მათ დაასკვნეს, რომ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მოსკოვთან. მეჩვენება რომ მზარდი სიმყუდროვეა თბილისის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვის ხელისუფლებაში მყოფ პარტიასთან და ეს მე მაოცებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებთ, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის 20% იკავებს და იმ მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რასაც პუტინის საქართველოს უქმნის. მაგრამ როგორც ჩანს ეს არის სადაც "ქართული ოცნება" თავის მომავალს ხედავს. ვფიქრობ დროა, ვაიძულოთ გადაწყვიტონ, აპირებენ დასავლეთისკენ გაიხედონ თუ რუსეთისკენ",- განაცხადა კრამერმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics