|
2022-11-22 12:03:43, 784 ნახვა
საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა
რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სასახლის ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი. „პროექტი თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ა ბლოკში უკვე დასრულდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ასევე, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი. შენობის ფასადზე მოეწყო დეკორატიული მინათებები, კეთილმოეწყო სასახლის შესასვლელი და ტროტუარი. ამ დროისთვის, დასრულდა სასახლის ბ ბლოკის სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ბ ბლოკის მიწისქვეშა კომუნიკაციების, შიდა ფართებისა და გარე ფასადის სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია ბ ბლოკის ფართებში სასწავლო სივრცეების მოწყობას სათანადო ავეჯითა და ტექნიკით უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს და 3 000-მდე ბენეფიციარი სწავლას განახლებულ ბ ბლოკში განაგრძობს. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, ხოლო პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, მიმდინარეობს ეროვნული სასახლის მთავარი კორპუსის სრული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები და უახლოეს ხანში დაიწყება პირველი რესპუბლიკის ბაღის რეაბილიტაცია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტი 2020 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, დაახლოებით, 34 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, მერწმუნეთ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ძალიან შთამბეჭდავი პროექტი გამოვა, განახლებული გადაეცემა იქ მომუშავე ადამიანებს და მოემსახურება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობდა აღნიშნული სივრცით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)