|
2022-11-18 13:55:46, 1310 ნახვა
პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - ყველას კარგად ახსოვს, როგორ ეძახდა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ეძახდა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი, ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“,- ამის შესახებ პარტია „საქართელოსთვის“ წვრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, უხერხულია პერსონალურად ღარიბაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან, ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება. „პრემიერი აქ ლექციას კითხულობდა, რომ თურმე არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება. ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ეძახდა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი, ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, „მოღალატეს“ ეს ყველას ძალიან კარგად გვახსობს, ამიტომ უხერხულია პერსონალურად თქვენი და თქვენი გუნდის მხრიდან, ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება - დიახ, არ შეიძლება, ბატონო ირაკლი!“,- განაცხადა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)