18:05 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 09:35:48, 926 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ლუქსემბურგის გლობალური ფორუმის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებს ხვდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს.  ფორუმი OECD-ისა და ლუქსემბურგის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით იმართება და  ეძღვნება ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემო, დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობა და მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კლიმატის ცვლილება, კოვიდ-19-დან გამომდინარე გლობალური კრიზისი, ციფრული ტრანსფორმაცია და მოქალაქეთა  სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი ნიდერლანდების დიგიტალიზაციის მინისტრს შეხვდა. რატი ბრეგაძემ ალექსანდრა ვან ჰუფელენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების განვითარება და ციფრული მმართველობის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა, ერთი მხრივ, გაუზიაროს პარტნიორებს წარმატებული ქართული მოდელი, მეორე მხრივ კი, დანერგოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ამ მიზნით მან საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

გლობალური ფორუმის დასრულებამდე რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხებზე, შეხვედრებს სხვა კოლეგებთანაც   გამართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics