18:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 21:51:31, 981 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს

მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა, რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. 

მისივე თქმით, მათ აქვთ კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება.

„სულ რაღაც ორი დღის წინ თუ გუშინ გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რაიმე ცუდის თქმა. მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები. 
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს - ჩვენ გვაქვს კონკრეტული  კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით როგორც დასავლური ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics