|
2022-11-17 13:51:28, 672 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, სანამ ევროკავშირის გაფართოების კომისარმა პოზიტიური განცხადებები არ გააკეთა
როგორც კი ევროკავშირის გაფართოების კომისარმა კარგი რაღაც თქვა საქართველოზე, იმ წუთას მოჰყვა მყისიერი რეაქცია - ასე აფასებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სენატორების გზავნილებს საქართველოს შესახებ. მისივე თქმით, თვეების განმავლობაში ჯინ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. "გუშინ, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა გააკეთა საქართველოსთვის პოზიტიური განცხადებები და გზავნილი და სამწუხაროდ, ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. ეს შეფასება ქ-ნო შაჰინის მხრიდან არის პირდაპირი რეაქცია იმაზე, თუ რაც თქვა ვარჰეიმ. თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ძალიან პოზიტიური განცხადებები გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. მერე ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა, რომლის დიდი ნაწილი, დიახ, NGO სექტორს შეეხება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. პირველხარისხოვანი არის ის, რომ თვეების განმავლობაში არ მოგვისმენია არც პოზიტიური და არც ნეგატიური გზავნილი მათი მხრიდან და როგორც კი ევროკავშირის გაფართოების კომისარმა კარგი რაღაც თქვა საქართველოზე, იმ წუთას მოჰყვა ამას მყისიერი რეაქცია, რაც არის ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობა"- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარებს, სადაც სენატორების მხრიდან, საქართველოზე შეფასებითი კომენტარები გაკეთდა. სხდომაზე ასევე განხილული იქნა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)