19:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 13:01:12, 617 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე, ექსპორტში შემცირებულია

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე, ექსპორტში შემცირებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, როგორც გლობალურ და რეგიონულ დონეზე, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

„ომის არაპირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, ლოგისტიკური პრობლემები და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, გაცილებით მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ისეთი პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: ექსპორტი, მიგრაცია, ფულადი გადმორიცხვები და ასე შემდეგ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პოსტპანდემიური აღდგენა, განსაკუთრებით - ტურისტულ ქვეყნებში, თუ ეს ქვეყანა რუსეთის სამეზობლოშია, ხშირად მიგრაციულ ტალღებსა და ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს მიეწერება.

ბუნებრივია, მიგრაციული ტალღების ეფექტი ეკონომიკაზე დადებითია, განსაკუთრებით - თუ საქმე ეხება შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების მიგრაციას, თუმცა მხოლოდ ამ პირდაპირი ეფექტების ანალიზიც კი აჩვენებს, რომ ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი - უარყოფითია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციასა და საინვესტიციო კლიმატზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან 9 თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ტურიზმის აღდგენამ 97,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის გარეშე 98,1 პროცენტი.

ჯამში, 9 თვის ექსპორტის ზრდამ 37.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის გარეშე - 47.1 პროცენტი.

„თუ დავუშვებთ, რომ ომის გარეშე რუსეთისა და უკრაინის აღდგენაც სხვა ქვეყნების მსგავსი იქნებოდა, როგორც ექსპორტში, ასევე, ტურიზმში, წმინდა ეფექტი შემოდინებებში უარყოფითია, ხოლო მაღალი ეკონომიკური აღდგენის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმისა და ექსპორტის სწრაფი აღდგენის ზოგადი ტენდენციაა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics