09:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 12:56:45, 690 ნახვა

საზოგადოება
ცოფის დიაგნოსტიკის სფეროს გაძლიერებისთვის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

ცოფის დიაგნოსტიკის სფეროს გაძლიერების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი ცოფის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში,  ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იგეგმება ცოფის დაავადების დიაგნოსტიკის დანერგვა კვლევის ახალი მეთოდების შესაბამისად. ამ ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებს, ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდიკის შესასწავლად, ტრენინგები უტარდებათ.

გეგმის თანახმად, 2023 წლისთვის, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სრულფასოვნად უნდა დაიწყოს ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ცოფის დაავადების ოპერატიულ დიაგნოსტირებას.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics