19:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 11:36:32, 754 ნახვა

პოლიტიკა
DRI - კორუფციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილები 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს არ პასუხობს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფებს ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, კორუფციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილები არ პასუხობს 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკვე არსებული ანტიკორუფციული საბჭოს მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი ახალი ორგანოს შექმნა გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვას. 

"სამწუხაროდ, საკანონმდებლო ინიციატივა ფორმალურადაც არ ეხება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საკითხს, მამხილებელთა დაცვას, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების მონიტორინგისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო, სისხლის სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოს შექმნას და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას.

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საპირისპიროდ, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას ან/და იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო ინსტიტუტი, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გვთავაზობს სრულიად უფუნქციო ახალი ორგანოს - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, რომელიც იმეორებს უკვე არსებული უწყებათაშორისო ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით შემოიფარგლება",- წერია ანგარიშში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics