19:54 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 19:43:15, 799 ნახვა

პოლიტიკა
დუდა - უკრაინელები თავდასაცავად ისროდნენ რაკეტებს და ერთ-ერთი მათგანი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

უკრაინელები თავდასაცავად ისროდნენ რაკეტებს და ერთ-ერთი მათგანი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, გამოძიებას არანაირი საბაბი არ აქვს იმისთვის, რომ რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმად შეაფასოს.

"ჩვენს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა გვაჩვენებს, რომ ნატოს არ სჭირდება მე-4 მუხლის ამოქმედება, თუმცა ეს ინსტრუმენტი კვლავ ჩვენს ხელში რჩება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics