|
2022-11-15 21:01:44, 1239 ნახვა
პოლიტიკა
მედია - სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და სამიტი დატოვა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა.. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება. "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)