15:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 15:19:52, 1768 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები უარყო

რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები უარყო,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკო ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკების წინაპირობებით არ არის კმაყოფილი.

„ასეთი პირობები მიუღებელია. ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ადგილზე არსებული ვითარება უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხად გრუშკომ.

ამასთან, უკრაინამ კრემლს კვლავ შეახსენეს მოლაპარაკებების დაწყების „ფორმულა“.

"რუსეთი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ გვიკარნახოს თავისი პირობები", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება მხოლოდ შესაბამისი პირობებითაა შესაძლებელი, კერძოდ:

  • ომის დაუყოვნებელი დასრულება;
  • რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან;
  • უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
  • ზიანის ანაზღაურება;
  • აგრესიის არ განმეორების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფა.

„სხვა პირობებში შეუძლებელი იქნება მდგრადი მშვიდობის მიღწევა“, - დასძინა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics