07:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 09:20:22, 1136 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის შსს - პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება განახორციელა, დაკავებულია

ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია,- აღნიშნულის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა.

"მამაკაცი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე კვირას ბომბი დატოვა, პოლიციამ დააკავა",- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტამბოლის ცენტრში ტერაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა თავად ააწყო და გამზირზე დატოვა.

ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, 5კი რეანიმაციულ განყოფილებაშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics