08:43 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 10:14:45, 949 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი გვარამიას საქმეზე - კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს.

როგორც იან კელი “ტვიტერზე” წერს, ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს. 

“ქართველების დიდ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. წინსვლის იმპულსი არ არის. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს”,- წერს იან კელი. 

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics