10:47 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 21:35:28, 943 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ვგმობ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს

მკაცრად ვგმობ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან დასანანია.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა პატიმრობაში დარჩება 4 წლის განმავლობაში. მე მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ამყარებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics