|
2022-11-01 13:32:27, 1327 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რუსული ოცნება ეკონომიკის ზრდაზე გვესაუბრება, მაშინ როცა ყველაფერი ბევრად ძვირი ღირს
''ოცნების'' მმართველობის პერიოდში, ეკონომიკამ 15 მილიარდი ლარი დაკარგა და რომ არა, აღნიშნული მმართველობა, დღეს მოქალაქე ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების მთელი ეს "ეკონომიკური კრახი", შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი, "ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას, თუმცა ავიწყდება ეკონომიკური წინსვლა არის ის, რასაც მოქალაქეების უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი - ციფრებით მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა. რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, მაშინ როდესაც 2023 წლის დაგეგმილი ზრდა 5 %-ია და ეს მაშინ, როცა ბოლო ორ წელში ფასების ზრდამ, დაახლოებით, 25% შეადგინა. რა ნიშნავს ეს? ჩვენ რომ გვაქვს სუ ოდნავ მეტი ფული, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და ამ დროს, ჩვენ მეზობელ სომხეთში ეკონომიკური წლიურ ზრდა იქნება 13%. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს ქვეყნებს და მას ედრება და მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება. ღარიბაშვილმა ისეთი სურათი დახატა, თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატრის. ეს არის ტიპური მანიპულაცია. ე.ი ქართული ოცნების მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა "ოცნების" პერიოდში იყო მხოლოდ 4,1 პროცენტი. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24 პროცენტი საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ფაქტობრივად, ოცნების მმართველობის დროს დავკარგეთ 15 მილიარდი ლარი და თუ კი ნომინალური მშპ-ის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაახლოებით 40 მილიარდი დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას. რომ არა ხელისუფლების მთელი ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი, არამედ ბევრი ჩვენი თანამემამულე დაბრუნდებოდა უკან და არც სახელმწიფო ვალი გაიზრდებოდა ამ ზომით",- განაცხადა მელიამ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)