|
2022-11-01 11:41:28, 1382 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილმა ბევრი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის, ამაზე წიგნებიც არის გამოცემული, შეგიძლიათ ისარგებლოთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. „რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან - ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. „ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ხელისუფლება იყო მმართველობაში, უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ეს არის სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა, ეს არის სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, განახლება. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით წიგნებიც არის გამოცემული, შეგიძლიათ ისარგებლოთ, ნახოთ, დაინტერესდეთ და სრულყოფილი ინფორმაცია გექნებათ თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი და ღირსეული, პატრიოტი, ამ ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)