|
2022-10-31 16:03:31, 1297 ნახვა
პოლიტიკა
შტერობაა რაც ახლა იკითხე, ბიძინა არის ქველმოქმედი, რომელიც გაემიჯნა პოლიტიკას - ზარქუა ჟურნალისტს
რანაირად გიპასუხო, შტერობაა ეს რაც იკითხე ახლა, შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის შეკითხვას "არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი?" ზარქუას თქმით, "ამ შტერობა" შეკითხვას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პარტნიორები სვამენ, როგორიცაა რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი. ირაკლი ზარქუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციის კანონი არ შეეხება, რადგად ის "მეცენატი და ქველმოქმედია". "რანაირად გიპასუხო, შტერობაა ეს რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, არა, შტერობაა. შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი. შტერობაა ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს, ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური პარტნიორ "ნაციონალური მოძრაობის" და ფასიანი ლობისტი, გინდა ეს მათქმევინო? აგერ მიიღე, ოღონდ არ შემაწყვეტინო, მეორე არის კუბილიუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი პარტიის წევრი "ნაცმოძრაობის" და ეს ორი თუ სამი ადამიანი კითხულობს და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი, არის ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი გადაწყვეტილებით გაემიჯნა პოლიტიკას, აქედან გამომდინარე ვერ შეეხება", - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)