|
2022-10-28 15:33:02, 912 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა, ეს გახდება დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის
აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებზე მოლაპარაკებები ისევ განახლდა. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესის საბჭოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. დიპლომატი ვერ ასახელებს პერიოდს, როდისთვისაც პირდაპირი რეისის დანიშვნა იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნის ურთიერთობისთვის. "ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა... ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო", - ამბობს დეგნანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)