|
2022-10-27 17:31:08, 869 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - სისტემის დასამარცხებლად ერთობაა საჭირო, თუმცა ზოგიერთ ოპოზიციურ ლიდერს ჯერ ისევ პირადი ინტერესები ძალავს
ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, სისტემის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსავალია ოპოზიციურ ფლანგზე ერთობაა. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზოგიერთ ოპოზიციურ ლიდერს ჯერ ისევ პირადი ინტერესები ძალავს. " ამ ქვეყანას გასაკეთებელი აქვს არჩევანი – ან წავალთ ევროპისკენ, რისი შანსიც პრაქტიკულად არ გვაქვს ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ჩაციკლულია ძალაუფლებაზე და ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ უნდა, ან დავრჩებით რუსეთის ჭაობში. ამ მოცემულობაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ სისტემის დასამარცხებლად ერთადერთი გამოსავალი არის დიდი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე, საერთო, სახალხო, რაც გინდათ, ის დაარქვით, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა შემთხვევაში ამ სისტემის დამარცხება იქნება ძალიან რთული. საჭიროა ყველას მიერ ამის გააზრება, ყველა, ოპოზიციური მოთამაშე იქნება ეს, თუ უბრალოდ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ადამიანი, ჟურნალისტი, თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მოცემულობა. ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ და ერთობის გარეშე ამ სისტემასთან გამკლავება, დამარცხება არის ურთულესი ამოცანა. ეს არის ის, რაც მე მესმის, გიორგი ვაშაძეს ესმის, ელენე ხოშტარიას ესმის, კიდევ ესმით ვიღაცებს ოპოზიციურ ფლანგზე, ვიღაცებს ჯერ არ ესმით და ვიღაცების შემთხვევაში პირადი ამბიციები და პირადი ინტერესები ჯერ კიდევ ძალავს. ეგ არის მოცემულობა. ჩვენ ვმოძრაობთ იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ რაღაც ერთი დიდი ერთობისკენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ, პარტია "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მმართველ პარტიას "ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)