13:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 12:49:56, 1058 ნახვა

მსოფლიო
ირანში გვარდიის კორპუსის ორი წევრი მოკლეს, რომლებიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყვნენ პასუხისმგებელი

ირანში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ორი წარმომადგენელი მოკლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოკლეს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკი, მეჰდი მოლაშახიდა გენერალი ჯავად ქეიჰა.

მათივე ცნობით, ისინი ირანის ქალაქ ზაჰედანში,მანქანაში დახვრიტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოჰყვა ირანის უსაფრთხოების ძალების სასტიკ დარბევას ზაჰედანში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც შეუერთდნენ ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, რომლებიც გამოწვეული იყო 22 წლის ქალის მაჰსა ამინის პატიმრობაში სიკვდილით.

გარდა ამისა, როგორც ირანულ გამოცემა Tasnim-ი წერს, დაღუპულები ასევე პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ფედერაციისთვის ირანული კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე.

ცნობისთვის, ზაფხულში რუსეთმა ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი Shahed-136 და Mohajer-6 თეირანისგან იყიდა, რომლებსაც უკრაინაში თავდასხმისთვის იყენებენ.

საპასუხოდ, უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია ჩამოართვა და კიევში ირანის საელჩო მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურმა უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics