17:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 12:39:45, 750 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 218 ოჯახს გადაეცემა

თბილისში კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოჯახები დიდი ხანია ელოდნენ იმას, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გამხდარიყო.

„დაუკანონებელი ქონების საკუთრებში გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. მისი განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე, სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს. ვაკის რაიონში საკუთრებაში ფართები 57  ოჯახს გადაეცემა, ნაძალადევის რაიონში - 26 ოჯახს, გლდანში - 31 ოჯახს,  საბურთალოს რაიონში - 21-ს,  ისანში - ხუთს,  ჩუღურეთის რაიონში კი ერთ ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ.

„მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობებს და წარადგინონ შესაბამისი საბუთები, რათა დაიწყონ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics