|
2022-10-24 15:02:36, 944 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ჟურნალისტს - თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ კალაძე გადააყენოთ და ჩაატაროთ ახალი არჩევნები
თქვენ გაქვთ ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ იმისთვის, რომ ჩაატაროთ ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძე ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. "ამასთან დაკავშირებით მოგეცათ ახსნა-განმარტება, თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი, საერთოდ არ გაინტერესებთ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მოხდა; საერთოდ არ გაინტერესებთ იმ ოჯახის უბედურება; საერთოდ არ გაინტერესებთ გარდაცვლილი ახალგაზრდა. თქვენ გაქვთ ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ იმისთვის, რომ ჩაატაროთ ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე. მე ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავა დამცავმა რელემ, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის ინტერსშია, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს. "მიმდინარეობს გამოძიება. თუკი, რამე ახალი გარემოება გამოიკვეთება, ამას, მერწმუნეთ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში, ეს ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და გავიგოთ რეალურად რა მოხდა. მე არ მინდა გამომივიდეს არასწორად და ჩემი რამე განცხადებით ხელი შევუშალო გამოძიებას. რაც შეეხება ვხტანგიშვილის იმ კონკრეტულ ფრაზას, ეს ეხებოდა ხარვეზის გამოსწორებას და როდესაც მიმდინარეობს ასეთი მასშტაბური სამუშაოები ძალიან ბევრია ხარვეზები და ბევრჯერ ხდება ხოლმე მითითება ამ ხარვეზების გამოსწორებასთან დაკავშირებით. კონკრეტულ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, აქვს ვალდებულება, ორი თუ სამი წლის განმავლობაში გაუწიოს ექსპლუატაცია და თუკი, რამე არასწორად იქნება, ვალდებულები არიან, რომ გამოასწორონ. დანარჩენზე, მე არ მინდა სიღრმეებში შევიდე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)