07:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 11:18:13, 1168 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებმა, ოკუპანტების 26 კამიკაძე დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 კამიკაძე-დრონი, ხოლო აღმოსავლეთში კი - 3 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

სარდლობის ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ასევე ოდესსასა და ნიკოლაევში.

„17 ოქტომბერს, 03.30-დან 06.50 საათამდე, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 დრონი ჩამოაგდეს: 6 - ოდესის ოლქის თავზე და 9 - ნიკოლაივის ოლქის თავზე. ზოგადად, 16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით 26 ერთეული Shahed-136 განადგურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა აღმოსავლეთის მიმართულებით ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით  განახორციელეს თავდასხმა.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა დღეს კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics