22:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 11:13:56, 691 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 14 და 15 ოქტომბერს, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
პროექტ „სოლიდარობის“ მიზანია, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილით, აკადემიის ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთაც გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, გადაუხადოს სწავლის ღირებულება.

სამომავლოდ იგეგმება, რომ პროექტს პერმანენტული ხასიათი მიეცეს და შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, სადაც  სტუდენტების ნამუშევრები განთავსდება და ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.

„ჩვენ, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და მუდმივად ვზრუნავთ მათ პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებაზე. მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics