13:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 12:34:45, 1100 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - უნდა ვაღიარო - როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებაო, არ დავიჯერეთ

ჩვენ ვერ ვიაზრებდით, რამდენად ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი მოხდებოდა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაურეკა მას და უთხრა: "ეს მოხდება ამ შაბათ-კვირას" და ორ დღეში, ომიც დაიწყო. 

"ომი უკრაინაში გრძელდება. ჩვენ ვერ ვიაზრებდით, რამდენად ეფექტურად გაუწევდა წინააღმდეგობას უკრაინა და არ გვჯეროდა, რომ ომი მოხდებოდა. უნდა ვაღიარო, რომ როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს: "რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას", ჩვენ ძალიან არასერიოზულად ვეკიდებოდით ამას და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო წინააღმდეგობის ისე წარმატებით გასაწევად, როგორც ამას აკეთებს“ - თქვა ბორელმა.

ამავე დროს, მან აღიარა, რომ ევროკავშირი არ ითვალისწინებდა რუსეთში მასობრივ მობილიზაციას, ისევე როგორც პუტინის ბირთვულ საფრთხეებს. 

"ვფიქრობ, თქვენ ყველამ ნახეთ პუტინის ბოლო გამოსვლა, როდესაც მან ანექსია გამოაცხადა. ეს გამოსვლა ყველა ევროპელმა მოქალაქემ უნდა ნახოს - და თქვენ განსაკუთრებით [დიპლომატები]. თქვენ უნდა აუხსნათ მსოფლიოს, რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და რა არის ომის ნამდვილი მიზეზები“, - განაცხადა ბორელმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics