23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 11:39:00, 987 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - დევნილების მიმართულება ძალიან პრიორიტეტულია, წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი

„დევნილების მიმართულება ძალიან  პრიორიტეტულია ჩვენთვის და წელს უპრეცედენტოდ მაღალი - 300 მილიონის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიმართულია დევნილებისთვის ბინების მშენებლობისკენ და მომდევნო 3 წელში 13 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. 

„შედარება რომ გავაკეთოთ, არ წავალ 10 წლის და უფრო იქით რა იყო, მაგალითად წინა წელს გვქონდა  110 მილიონი, წელს გვაქვს 300 მილიონის ფარგლებში, რაც სრულად მიემართება დევნილების ბინების უზრუნველყოფისკენ და ის დაპირება რაც გვაქვს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 000  დევნილი ოჯახის ბინების უზრუნველყოფა, ჩვენ ამას ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულებთ. ამ პროექტს ისედაც, მიმდინარე წლის იანვრიდან ზუსტად მივყვებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა “იმედის” ეთერში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მატება, რაც საბოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics