09:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 21:47:24, 1468 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - ლომჯარიას სახალხო დამცველს ვერ ვუწოდებთ, ის ენმ-სა და მისი ლიდერების დამცველად იქცა

სახალხო დამცველს მოეთხოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლომჯარიას სახალხო დამცველს ვერ დაარქმევს, რადგან ის ენმ-ს დამცველად იქცა.

„სახალხო დამცველს მოეთხოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. ჯერ კიდევ მოქმედმა სახალხო დამცველმა ეს კრიტერიუმები ვერ ჩააბარა. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში, ის იქცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების დამცველად, მას ვერ დავარქმევთ სახალხო დამცველს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ის იცავდა და დაიცავს ყველას, თუნდაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics