23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 18:07:23, 1559 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს,  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით, ახალი, ეგრეთ წოდებული, ლიდერ პროგრამა მომზადდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამა ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელს  ითვალისწინებს და გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, მათ მიერ შერჩეული პროექტები დაფინანსდება მეწარმეობის განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება, სრულად აპრობირებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ პროგრამებთან, რაც გულისხმობს, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იმ მიმართულებების განსაზღვრას, სადაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics