13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 22:21:53, 1825 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალური პროკურორი - ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი, იმისათვის რომ პუტინი ჩადენილი ქმედებებისთვის დაისაჯოს

აგრესიის დანაშაულებისთვის, რაც ყველა სამხედრო დანაშაულის საწყისია ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი. - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყვნენ, რომ პუტინი და მისი თანამზრახველები ჩადენილი ქმედებებისთვის დაისჯებიან.

"აგრესიის დანაშაულებისთვის, რაც ყველა სამხედრო დანაშაულის საწყისია ჩვენ გვჭირდება ტრიბუნალი. კუპიანსკთან ჩვენ ვიპოვეთ 6 მანქანა, რომლებშიც 24 მოქალაქე იყო მოკლული, მათ შორის 13 ბავშვი და ერთი ორსული ქალი. ყველა მათგანი მანქანებში მოკლეს, ისინი გაქცევას ცდილობდნენ. მათი ცხედრები გადასვენებულია ხარკოვში, სადაც ექსპერტიზას ჩაუტარებენ ფრანგი ექსპერტები, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა გახდა ამ ადამიანების სიკვდილის მიზეზი უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ პუტინი და თავისი გუნდი ჩადენილი დანაშულებებისთვის პასუხს აგებენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics