23:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 15:58:36, 935 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო უწყებამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

უწყება მიიჩნევს, რომ დიპლომატის ბოლო ქმედებები და განცხადებები "მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი იყო".

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რიაბოკონს, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქვეყნის დასატოვებლად ხუთი დღე მიეცა. 

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების უკანონო ანექსიის შესახებ", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics