|
2022-09-30 16:03:14, 1002 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მავნებლობა და უსამშობლობაა ის, რომ ჩრდილოეთის გარდა შიგნითაც გებრძვიან
როდესაც ხედავენ გარედან რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა ქვეყანა და ამ დროს შიგნიდან კიდევ გებრძვიან, რაღაცეებს გაბრალებენ და პრაქტიკულად მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არის უსამშობლობა. ამიტომ ვეძახით ჩვენ რადიკალური ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს უსამშობლო ადამიანს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ურთულესია ამ გზაზე სვლა და აქ რომ ჩვენ ჩრდილოეთის გარდა შიგნით გვებრძვიან, ეს არის მავნებლობა და უსამშობლობა. ამიტომ ვეძახით ჩვენ რადიკალური ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს უსამშობლო ადამიანს, რომ როდესაც ხედავენ გარედან რა შემოტევაა, რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა ქვეყანა და ამ დროს შიგნიდან კიდევ გებრძვიან, რაღაცეებს გაბრალებენ და პრაქტიკულად მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არის უსამშობლობა. შემთხვევით არ დაგვირქმევია ის სახელი, რომლის შემოტრიალებაც წარუმატებლად სცადეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)