|
2022-09-26 19:23:37, 1279 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა
შემოსავლების სამსახური მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირების, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მიაივწ თქმით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა. "შემოსავლების სამსახური მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირების, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკაავშირებით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა და შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხების მონიტორინგი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსები შემოსვლას ცდილობენ და რიგებია, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ ხდება, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)