|
2022-09-24 10:41:14, 1337 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლაგოდეხში შეხვედრა გამართეს
საპილოტე პროგრამა, რომელიც ლაგოდეხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება, ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ქალ ფერმერებს საშუალებას მიეცემათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ/მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% ( მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს. პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყო. „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შევქმენით პროგრამა მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებისთვის. პროგრამის ფარგლებში, მცირემიწიან ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოაწყონ სასათბურე მეურნეობა და დაეუფლონ აგროტექნოლოგიურ უნარებს, მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მოახდინონ მათი რეალიზაცია და გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამთავრობო პარტნიორებს, ასევე, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციას დიდი იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ფერმერ ქალებს, რადგან პროგრამა მათი გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა”, - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელის მოადგილემ, თამარ საბედაშვილმა. გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით ხორციელდება.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)