|
2022-09-22 18:43:37, 1508 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტთან ირანელი ქალების მხარდაჭერი აქცია იმართება
თბილისში, პარლამენტთან ირანის მოქალაქეები ქალების მხარდამჭერ აქციას მართავენ, რომლებიც ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იქ ხდება. აქციას საქართველოში არსებული სამოქალაქო ჯგუფები და ორგამიზაციები უერთდებიან. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)