|
2022-09-22 16:45:11, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. სამხედრო კომისრის განცხადებით, მობილიზაცია, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეეხოს
თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალურ ცალკე მითითებას მივიღებთ, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარი, ბესლან ტარბა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში. როგორც ტარბამ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, მობილიზაცია ნაწილობრივ ეხება აფხაზეთის მცხოვრებლებს, რადგან აფხაზეთის მოქალაქეების 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. „ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებს. თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალური ცალკე მითითება მივიღებთ“, - განაცხადა ე.წ. სამხედრო კომისარმა. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლაი პანკოვის სავარაუდო განცხადება, რომლის მიხედვითაც, „მობილიზაცია აისახება აფხაზეთზე, რადგან აფხაზეთის მოსახლეობა თითქმის 100% რუსეთის მოქალაქეა“. მოგვიანებით, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ პანკოვს მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)