20:54 - 22 Jul, 2026
|
2022-09-18 13:13:24, 987 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)